ძიება
Eng :: Geo
ახალი ამბები
რას ვაკეთებთ
ჩვენი მიღწევები და ჯილდოები
კონკურსები
უცხოეთში სწავლა
სასარგებლო რესურსები
2006-07 წლის გამარჯვებულები
გამოხმაურებები
ფოტოგალერეა
 
  ფონდის ”ღია საზოგადოება საქართველო” აღმასრულებელ დირექტორს ბატონ დავით დარჩიაშვილს

ფონდის ”საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი” დირექტორს ქალბატონ ნინო ჩინჩალაძეს

ბატონო დავით,

ქალბატონო ნინო,

დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი ოჯახის სახელით უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმიანობისთვის, რასაც ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველო” და ფონდი ”საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი” ასრულებენ ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენთვის მეტნაკლებად ცნობილია თქვენი საქმიანობის სასიკეთო შედეგების შესახებ, მაგრამ კონკრეტულად ის დახმარება, რაც თქვენი ფონდისაგან მივიღეთ, ჩვენი ოჯახის მომავლისათვის მართლაც რომ სასიცოცხლოდ დროული და ეფექტური იყო.

ჩვენს ორივე ვაჟს, სანდრო და ზვიად მეტრეველებს, საშუალება ჰქონდათ ესარგებლთ თქვენი საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით უცხოურ უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდებისათვის მოსამზადებელად. ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს ცენტრში დახვდათ საუკეთესო ბიბლიოთეკა და თქვენი გულისხმიერი, მზრუნველი და მაღალკვალიფიური თანამშრომლების მიერ შექმნილი თბილი და ხელშემწყობი გარემო, რომლის გარეშეც მათ ძალიან გაუჭირდებოდათ ამ რთული ამოცანის გადაჭრა.

დღეს სანდრო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის (AUBG) მეორე კურსის სტუდენტია, ზვიადმა კი, რომელიც ჯერ კიდევ მეთერთმეტე კლასელია, უკვე ჩააბარა გამოცდები და შედეგს ველოდებით.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შვილები, ისევე, როგორც სხვა ახლგაზრდები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ თქვნი დახმარებით ესარგებლათ, არ დაივიწყებენ ამაგს და ეცდებიან მომავალში თვითონაც შეიტანონ წვლილი სწავლის მსურველი ახალგაზრდების დახმარების კეთილშობილურ საქმეში.

უღრმესი პატივისცემითა და მადლობით,

ამირან და ნელი მეტრეველები

თბილისი

16/01/2006

CIE - Center for International Education is the part of the network of Educational Advising Centers with U.S. Department of State's Bureau of Educational and Cultural Affairs and strives to provide current, accurate, comprehensive and unbiased information on educational opportunities in the United States of America.

Site Meter