სიახლეები
ინგლისური ენის საზაფხულო კურსები დიდ ბრიტანეთში

თუინის საზაფხულო ცენტრები გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებსა და სურვილისამბერ ფეხბურთსა და ჩოგბურთში ვარჯიშს როგორც დიდი ბრიტანეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, საუკეთესო აკადემიურ და სპორტულ გარემოსა და არჩევანს მასპინძელ ოჯახებსა და სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს შორის.

 

საზაფხულო ცენტრები მდეობარეობს ლონდონში, პორტსმუტში, ისტბოურნში, სტეფფორდში, გუილდფორდში, საფრონ უალდენში და ლეიქ მერიში (აშშ).

 

ინგლისური ენის საზაფხულო კურსების სრული პაკეტის ფასში შედის სწავლის, ცხოვრების, სამჯერადი კვების, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობებისა და ექსკურსიების ღირებულება.

 

კურსები მიმდინარეობს 08/06/2013-დან 02/09/2013 პერიოდში. სტუდენტთა ასაკი ლავირებს 8-დან 18 წლამდე, კურსების ღირებულება - 496-დან 833 ფუნტამდე (დიდი ბრიტანეთი) და 1200$ (აშშ) (ერთი კვირის ფასი). სტუდენტებს კვირეების რაოდენობა შეუძლიათ აირჩიონ სურვილისამებრ. 

 

დამატებითი ინფორმაციისა და ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში არაუგვიანეს 20 მაისისა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

წინ გელით დაუვიწყარი შთაბეჭდილებები !!!

კონკურსები
My status