კონკურსები - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 2019 - 2020

 

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 
აცხადებს მიღებას  49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 15 სხვადასხვა დისციპლინაში 2019-2020 სასწავლო წლისათვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებაროებს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.
ეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ 40 სხვადასხვა ქვეყანას, აკრედიტირებულია როგორც უნგრეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გვთავაზობს შემდეგ აკადემიურ პროგრამებს:
* ეკონომიკა და ბიზნესი                                              * კოგნიტური მეცნიერება (PhD)
* გარემოს დაცვა და პოლიტიკა                                     * გენდერული კვლევები                            * ისტორია                                                                * საერთაშორისო ურთიერთობები                * სამართალი                                                             * გამოყენებითი მათემატიკა                        * შუა საუკუნეების კვლევები                                        * ნაციონალიზმის კვლევები                        * ფილოსოფია                                                           * პოლიტიკური მეცნიერება                        * საჯარო პოლიტიკა                                                   * ქსელური მეცნიერება (PhD)                      * სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია

გრანტები და სტიპენდიები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ნიჭიერ ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას და გრანტს. ეს შეიძლება ოყოს როგორც სრული დაფინანსება, ასევე ნაწილობრივი. 

დარეგისტრირდით აქ  და  უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის რომელიმე სტანდარტული ტესტის (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc.) ქულებთან ერთად არაუგვიანეს შემდეგი ვადებისა: 

- სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამებზე, ვისაც სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების    მოპოვება სურთ - 2019 წლის 31 იანვრამდე.


- თვითდაფინანსებულ სტუდენტებს, რომლებსაც ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ენის რომელიმე ტესტი, საგანცხადო ფორმები შეუძლიათ გაგზავნონ 2019 წლის 1 მაისამდე.

- MUNDUS MAPP-ის და MESPOM-ის პროგრამებზე აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა  
  2019 წლის  3 იანვარი.


განაცხადის გაგზავნა ფასიანია და ღირს 30 ევრო.   მ ფასად თქვენ შეგიძლიათ განაცხადი გაგზავნოთ 5 სხვადასხვა პროგრამაზე.

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში, შემდეგ მისამართებზე:


თბილისი - ჭოველიძის ქ. 10; ტელ.: 2252615; კონსულტაციის დღე - ხუთშაბათი, 16:00 საათი
ბათუმი - ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
ახალციხე - რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 221551 
თელავი - ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
ქუთაისი - ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ტელ.: 551710071


 

My status